ფეხბურთი

14:17 | 21.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

კოუტინიოს პირველი ვარჯიში "ბარსელონაში"

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ფილიპე კოუტინიომ "ბარსელონაში" პირველი ვარჯიში ჩაატარა. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური გრანდის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

სამხრეთამერიკელს "ლივერპულიდან" "ბლაუგრანაში" გადასვლის დროს ტრავმა ჰქონდა და სარეაბილიტაციო პერიოდი წარმატებით ჩაუტარდა. ასევე, ფეხბურთელის დებიუტი ახალი გუნდის მაისურით 26 იანვარს იგეგმება, როდესაც "ბარსელონა" ესპანეთის თასის მეოთხედფინალის განმეორებით შეხვედრაში "ესპანიოლს" დაუპირისპირდება.

0.143589