კალათბურთი

12:13 | 21.01.2018 | ნანახია 1980 - ჯერ

ზაზას 4 ქულა და მარცხი ჰიუსტონში

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტი” გასვლაზე “ჰიუსტონ როკეტსთან” 116:108 დამარცხდა. ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში მყოფებოდა და პარკეტზე 16 წუთი დაჰყო, ამ დროში ზაზამ გუნდს 4 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი შესძინა. ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩის სტარტზევე “ჰიუსტონი დაწინაურდა და მეოთხე პრიოდამდე “მეომრები” მდევრის როლში გახლდნენ. დასკვნით პერიოდში “გოლდენ სტეიტმა” 4 ქულით წინ გასვლაც მოახერხეს, მაგრამ ბოლო წუთებში კრის პოლის და ჯეიმს ჰარდენის წყალობით ტეხასელებმა გამარჯვება მოიპოვეს.

მატჩში ყველაზე მეტი 33 ქულა კრის პოლის ანგარიშზეა, რომელმაც გუნდს 11 მოხსნა და 7 პასიც შესძინა. “გოლდენ სტეიტში” 26 ქულით კევინ დურანტი გამოირჩა. ჯეიმს ჰარდენს 22 ქულა ჰქონდა.

“გოლდენ სტეიტი” 37 მოგებით და 10 წაგებით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს, ამავე კონფერენციაში “ჰიუსტონი 32 მოგებით და 12 მარცხით მეორე ადგილზეა.

“მეომრები” მომდევნო შეხვედრაში “ნიუ იორკს” საკუთარ დარბაზში დაუპირისპირდებიან, მატჩი 24 იანვარს თბილისის დროით 07:30 საათზეა ჩანიშნული.


კომენტარები (17)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:22 | 22.01.2018
zviadi-shxefi (6306)

წუხელ შერმადინმა 23 ქულა ჩააგდო და შენგელიამ 22

22:57 | 21.01.2018
Erovnuli-Nakrebi (11812)

რატომ არაფერს წერთ სუმოზე? ტოჩინოშინი სასწაულ ფორმაშია და მაგრა გამოდის

23:31 | 21.01.2018
BEERTRANCE (97819)

აბა, copy-paste-ც რო ეზარებათ.

21:40 | 21.01.2018
Marco8 (3589)

ჰარდენი-პოლი 17-0 სერიოზული დუეტი შეიქმნა

19:47 | 21.01.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ელემენტარული პროფესიონალიზმის ამბავია მატჩის დაკიდება არ დაკიდება რას ქვია როგორ შეიძლება ნბას ვარსკვლავმა თამაში დაიკიდო და ძაან უბრალოდ მიუდგე არაპროფესიონალ ხალხა გულშემატკივრობტ?შეიძლება ფორმაში არ იყო თამაში ჩააგდო კი მარა არ მინდა და წავაგებ ეგრე შეიძლება აქ მოხდეს საქართველოში ამერიკაში ეგ არ ხდება.ჰიუსტონმა აჯობა გოლდენს პირველ რიგში ფარზე გადასარევი იყო კაპელა ენდვანები აკეთა მთავარი კოზირი შვეიცარიელო იყო ამ თამაშში.სხვათაშორის დღეს ძაან სუსტი იყო ზაზა კი დურანტს კარგი პასი მისცა ერთი მაგრამ საბოლოო ჯამში თამაში ჩააგდო ასე რომ კრიტიკაც აუძილებელია რაც თამაშის ხარისხს უფრო ააწევინებს ზაზას დარწმუნებული ვარ ესიამოვნება კიდეც კრიტიკა მარტო ცაში აყვანა და ოლსტარის ხმები ვერაა კარგი სპორტსმენისთვის

19:13 | 21.01.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

სან ანტონიოც დაადებს იმედია კავალერიას ძაან მინდა ლუბწავიდეს

19:55 | 21.01.2018
BEERTRANCE (97819)

ლუს წასვლას რა აზრი ექნება თუ ახალი მწვრთნელიც ფსვედო-მეფის ჩმორი აღმოჩნდა.

23:31 | 21.01.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ლუ ყბეა და ლებრონაც მაგიტო უფროსობს თორე კარგი მწვრთნელი ყველაფერს მიხედავს

18:53 | 21.01.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

კლივლენდსაც არ უნდოდა ამ 9 თამაშის მოგება მაგიტო წააგეს ყბზე ეკიდათ

19:22 | 21.01.2018
დღევანდელი სპორტი (2667)

კაი მაშინ გეგონოთ თქვენ რომ საკრამენტოს ვერ მოუგეს გაუჭირდებოდათ ძაან რომ მოენდომებინათ,ანალოგიორად შარლოტს დეტროიტს და განახევრებულ კლიპერსს რომელსაც 2 დღით ადრე ლოსანჯელეში გადაუარეს სახლში ვერ მოუგებდნენ.კლივლენდი სხვა არის და გოლდენი სხვა.არცაა შესადარებელი ეგ 2 გუნდი.გოლდენს როცა უნდა და სადაც უნდა იქ მოიგებს და ასევე სადაც გაეხარდება იქ წააგებს არაა პრობლემა ეგ მაგათთვის.დაიწყება პლეიოფი და ნახავთ ყველა რა შეუძლია გოლდენს

19:42 | 21.01.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ანუ რას მეუბნები რო გოლდენმა რაც თამაში წააგო წელს მოგება არ უნდოდა და უბრალოდ წააგო? თუ წაგება უნდოდათ რატო ათამაშეს გუნდის ლიდერები 40 წუთი შეგიძლოა ამიხსნა? მეც ვიცო რო უძლიერესი გუნდია მაგრამ ჰიუსტონს არაფერო აკლდება თანნუკვე მეორე თამაში მოუგო როკეტსმა გოლდენს წელს.თამაშის ყველა მნიშვნელოვან მომენტს თუ გაარჩევ მიხვდები რო გოლდენი ბევრს ეცადა ამ თამაშის მოსაგებად მაგრამ ვერაფერი ქნა იმის გამო რო ჰიუსტონი იყო სუპერი

20:11 | 21.01.2018
დღევანდელი სპორტი (2667)

მე ვამბობ რომ გოლდენი ზოგადად რეგულარულში ძალებს არ ხარჯავს ბოლომდე, რის გამოც ძლიერ გუნდებს თითქმის ყველას ეძლევა მოგების. ჰიუსტონმა ოკლაჰომამ და ბოსტონმა მსგავსი შანსი გამოიყენა და არცაა გასაკვირი, იმიტომ რომ ძლიერი გუნდები არიან და თუ მართლა პლეიოფივით სერიოზულად არ მიუდგა საქმეს ეგრე ადვილად მაგ გუნდებს ვერ მოუგებს, მაგრამ ვერავინ დამაჯერებს იმას რომ საკრამენტოს შარლოტს დენვერს დეტროიტს და განახევრებულ კლიპერსს ორაკალ არენაზე მცირედი მოტივაციის დროსაც კი რამე შანსი ქონოდა გოლდენთან.

18:56 | 21.01.2018
KoRBeN DaLLaS (24842)

ლოგიკურია

19:12 | 21.01.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

დდდდდდდდდდდ

17:13 | 21.01.2018
დღევანდელი სპორტი (2667)

არავინ არაა გოლდენის კონკურენტი.ჰიუსტონის სანანტონიოს ოკლაჰომას და მინოსეტას მაქსიმუმი გოლდენთან სერიაში არის 2 მოგება ეგეც თუ მაგრად გაუმართლებთ.გოლდენი რომ პლეიოფის ტემპს ჩართავს თავის დაცვა-შეტევით შანსი არ ექნება არცერთს.თუმცა ის ნაღდია რომ დასავლეთში უფრო კაი ბრძოლები ექნება გოლდენს ვიდრე ფინალში.

17:36 | 21.01.2018
KoRBeN DaLLaS (24842)

ნუ, ფაქტია რომ პრინციპულ შეხვედრაში აჯობა ჰიუსტონმა.
ეხლა არ თქვა, ეგ გასვლაზე მოგებების რეკორდი ეკიდათო. ბოლო წლებია გოლდენი რეკორდის ხურუშიანად ჩამოყალიბდა

17:40 | 21.01.2018
დღევანდელი სპორტი (2667)

პრინციპული შეხვედრა რონალდო-ბენზემას დუეტი)))))გოლდენისთვის რეგულარულში პრინციპული შეხვედრა არ არსებობს.ნუ კლივლენდის ინტერესი აქვთ თორემ მამენტ ეგეც კიდიათ.უბრალოდ ნებით თუ უნებლიედ მაინც უგროვდება იმდენი მოგება რომ სეზონის ბოლოს მაინც იგებს რეგულარულს

17:41 | 21.01.2018
დღევანდელი სპორტი (2667)

პრინციპული შეხვედრა არა რონალდო-ბენზემას დუეტი))

17:46 | 21.01.2018
KoRBeN DaLLaS (24842)

რვაკაციანმა გუნდმა რეკორდზე მიმავალი მოქმედი ჩემპიონი გააგორა.
მგონი კაი თემაა

18:01 | 21.01.2018
დღევანდელი სპორტი (2667)

აღარ დაიძინებენ მაგაზე ნერვიულობით)))რეკორდი რომ უნდოდეს გოლდენს პირველ რიგში დარწმუნებული ვარ რეგულარულის 73-9-ს გააუმჯობესებდნენ, მაგრამ მართლა კიდიათ.ნახე 10 თამაში წააგეს წელს აქედან 6 სახლი და ვისთან აქ სახლი წანაგები ნახე.საკრამენტო შარლოტი დენვერი კლიპერსი დეტროიტი ჰიუსტონი.ჰიუსტონის გარდა გოლდენისთვის ნაგავაია ყველა, მითუმეტეს სახლში,მაგრამ წააგეს იმიტო რო კიდიათ რეგულარული და არ ხარჯავენ ძალებს, თუმცა იმაში დარწმუნებული ვარ რომ თავად რეგულარულის მოგება უნდათ,როგორც დარბაზის უპირატესობის გამო ასევე ზედიზედ მეოთხედ მოგების გამო, რითაც ერთპიროვნულად მეორე გუნდი გახდება ისტორიაში ბოსტონის შემდეგ.65-67-მოგება საკმარისი იქნება მაგისთვის და მეტზე არც მოიკლავდნენ თავს წინასწარვე ჩანდა.თან ცოტა ტრავმებმაც შეუშალათ ხელი.მოკლედ პლეიოფს ველოდები მანამდე ნაღდ გოლდენს ვერ ვნახავთ და უაზრობაა აქაიქ წაგებებზე ლაპარაკი ვისთანაც არ უნდა წააგოს

18:04 | 21.01.2018
დღევანდელი სპორტი (2667)

კიდიათ რეგულარულის რეკორდები თორემ მოგება უნდათ რეგულარულის და მოიგებენ კიდეც.ცოტას ძაბავენ ხოლმე ხანდახან))გუშინ რომ ჰიუსტონში მოეგო აზრი ეკარგებოდა უკვე)))

15:36 | 21.01.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ბაბუაწვერას მოუდღნია ოქროს ბიჭუნა რა სამიანი ჩაუგდო და რა ბლოკი მისცა ბოლოს დიდი ალბათობით მვპს არავის დაუთმობს ჯეიმსი

15:36 | 21.01.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

დღევანდელმა თამაშებმა გოლდენს ახალი კონკურენტები გამოუჩინა ყველა კლივლენდს ახსენებს ამ ხსნებაში ჰიუსტონი ოკლაჰომა ყველას ავიწყდება.ძაან ძლიერი გუნდია ჰიუსტონი გრინის დამატებით უფრო მეტად გაძლიერდნენ.დღეს მხოლოდ სამი სათადარიგო კაცით გოლდენს მოუგეს არიზა აკლდა ბოლობოლო გუნდს მოკლედ საჩემპიონო გუნდია როკეტსიც გოლდენის შემდეგ ყველაზე ძლიერია აი თუ ჰარდენმა არ ჩაისსკბავა ფლეიოფში

15:29 | 21.01.2018
KoRBeN DaLLaS (24842)

თან ვერც იმას ვიტყვით, რომ გოლდენს ეს თამაში ეკიდა. გასვლაზე ზედიზედ მოგებების რეკორდზე მიდიოდა და არც ძირითადის მოთამაშეებიდან აკლდა ვინმე.
ასე რომ, რაც მოწყლვადია, მოკვლადიც არის. ვიქონიოთ იმედი

15:32 | 21.01.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ეკიდია რას ქვუია ძაან პრინციპული თამაში იყო ძაან ძლიერი გუნდია ჰიუსტონიხ

15:01 | 21.01.2018
KoRBeN DaLLaS (24842)

ჰიუსტონი-გოლდენისთვის არ მიყურებია. თუმცა ბრავო რაკეტებს, სულ 8 კაცი ათამაშეს და ამის ფონზე რომ ბოლო მეოთხედი მეტოქეზე კარგად ჩაატარეს და მოიგეს, დასაფასებელია.
კლივლენდზე საუბარიც აღარ მინდა. ატჩაინი ქომაგივით, მხოლოდ იმით თუ დავიმშვიდებ თავს რომ მაგრად "წიომნობენ" და პლეი-ოფში სულ სხვა გუნდს ვნახავთ არც ოკლაჰომაა მანქანა, უფრო ინდივიდუალისტების კრებულია და ასეთ შემთხვევაში რომ დაცვას არ მიმართავ, ზუსტად ის დაგემართება რაც წუხელ კავალერისტებს დაემართათ.
ყველაფერთან ერთად ლებრონასაც მოკლებული აქვს. მოკლედ, ახალი წლის შემდეგ კლივლენდს და თბილისის დინამოს ერთნაირად შავი დროება უდგათ, მარნეულები და თეთრიწყაროები უგებენ

14:36 | 21.01.2018
BEERTRANCE (97819)

148 ქულა ძირითად დროში, მართლა გაბახებაა/

13:53 | 21.01.2018
haudi (1058)

ლებრონმა წელს მაგრად დაიწყო, MVP-ზე ჩალიჩობდა, მაგრამ ჯიუტად ჰარდენი ეყენათ პირველზე გუნდის შედეგების გამო, თორე სტატისტიკით ლებრონი იხევდა ყველანაირად. პასი იგივე ქონდათ თითქმის, მოხსნაში დიდი უპირატესობა ჰქონდა ლებრონს, ქულებით ჯობდა ოდნავ ჰარდენი, სამაგიეროდ პროცენტი გინდა ორიანის და გინდა სამიანის ჰარდენს საკმაოდ დაბალი ქონდა, ლებრონს პირიქით- საკმაოდ მაღალი.
გოლდენი-კლივლენდის პირველი თამაშის მერე დურანტმაც ზევით ამოიწია და ლებრონის MVP შანსები ძალიან შემცირდა, ასე რომ ლებრონიც და კლივლენდიც ამ რეგულარულს სავარაუდოდ უღიმღამოდ ჩაამთავრებენ.
ვნახოთ, როგორ გაძლიერდება გუნდი და როგორ დაცვას შემოგვთავაზებენ პლეიოფში.

13:16 | 21.01.2018
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

მეფეს გადაუარეს 148 ქულით

12:59 | 21.01.2018
drosha ver dakiden (146)

აიზია ბოსტონიდან წამოსვლის დღეს წყევლის, ეს სად მოვხდი, ამ ჯოგშიო)))

12:58 | 21.01.2018
drosha ver dakiden (146)

ჯოგი რომ კიდევ ერთხელ გასასიზღდა ეგ სტატია დაიდოს!))) 148 ქულა ჩაუდეს სახლში მეფეს)))

12:30 | 21.01.2018
FC.BAYERN+GERMANY (10046)

ზაზა არ ვიცი მე ოკლამ რო კლივლენდი აგავა პირისაგან მიწისა თავის დედფლაიანად ეგ სტატია დაიდოს

0.13386