ინგლისის პრემიერლიგის 24-ე ტურში “ევერტონი” და “ვესტ ბრომვიჩი” (1:1) დაზავდნენ, თუმცა ეს მატჩი ყურადღების ცენტრში სხვა კუთხით მოექცა. მე-60 წუთზე სტუმართა ფორვარდი მეკარესთან პირისპირ დარჩა და კარში დარტყმას ლამობდა, მაგრამ მასპინძელმა ჯეიმს მაკარტიმ ვარდნაში გადაარჩინა საკუთარი გუნდი და მძიმე ტრავმა მიიღო.
რონდონის მოქნეული ფეხი ბურთის ნაცვლად მაკარტის მოხვდა და იმთავითვე ნათელი გახდა, რომ “ევერტონის” შუახაზელი მძიმედ დაშავდა. უნებლიედ დამნაშავე რონდონმა მთავარ მსაჯს თავად გააჩერებინა თამაში და სამედიცინო შტაბის მოედანზე შეშვება მოსთხოვა. მერე, მოედნის ცენტრისკენ გაემართა და იტირა...
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ნოტინგემს ვბალეშიკობ პრემიერ ლიგაში რო გადმოვიდეს, ეს კლუბი კი იმ ფილმის მერე შემიყვარდა რობინ ჰუდში რო არის მოვლენები ქალაქ ნოტინგემში :დ სერიალიც გადიოდა არხ საქართველოზე და მოკლედ იმ ნოტინგემის ნოსტალგიის გამო ვარ ასე :დ