ფეხბურთი

23:00 | 20.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბორდოს" გუსტავო პოიეტი უხელმძღვანელებს

ურუგვაელი გუსტავო პოიეტი "ბორდოს" მთავარი მწვრთნელი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ჯერჯერობით უცნობია კონტრაქტის დეტალები. 50 წლის სპეციალისტის თანაშემწეები მაურისიო ტარიკო და ფერნანდო მენეგაცო იქნებიან.

პოიეტმა "ბორდოში" ჟოსლენ გურვენეკი შეცვალა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაითხოვეს. ურუგვაელი ფრანგულ გუნდამდე "ტოტენჰემს", "ბრაიტონს", "შანხაი გრინლენდ შინჰუას", აეკ-ს და "ბეტისს" ხელმძღვანელობდა.

0.119842