ფეხბურთი

23:27 | 20.01.2018 | ნანახია 0 - ჯერ

"თხებთან" ხუმრობა აღარ შეიძლება

ლევერკუზენის “ბაიერმა” გასული სეზონი მთლიანად ჩააგდო და ვერც მიმდინარე დაიწყო რიხით. თუმცა, ნელ-ნელა, მეთოდურად “ფარმაცევტები” გამოკეთდნენ და აგერ. ბატონო, უკვე მეორე ადგილზე მოკალათდნენ.

“ლევერკუზენმა” ზინსჰეიმში გაისეირნა და “ჰოფენჰაიმი” ძალზე ადვილად დაამარცხა. ალარიო იყო მატჩი გმირი. არც ბაილის შეურცხვენია თავი და საბოლოოდ – 1:4. სტუმართა სასარგებლოდ. “ბაიერი” ახლა მხოლოდ “ბაიერნს” ჩამორჩება, მაგრამ მაგაზე ვინ ფიქრობს – “რეკორდმაისტერი” წელს უსათუოდ ჩემპიონია.

აი, დანარჩენი პოზიციებისთვის ისეთი ფიცხელი ბრძოლაა გაჩაღებული, თქვენგან მოწონებული. “ლაიფციგს” მოულოდნელად “ფრაიბურგთან” დაუცდა ფეხი და მეორე პოზიცია დაკარგა. თავის მხრივ, “ფრაიმ” ცოტა ამოისუნთქა და გასავარდნ ზონას ოდნავ მოშორდა.

სხვათა შორის, “ლაიფციგს”, “ლევერკუზენსა” და “გლადბახს”, თანაბარი ქულები აქვთ – 31/31. “ბორუსიამაც” მოიგო მე-19 ტურში. გინტერისა და აზარის თითო ტაიმში გატანილი თითო გოლებით “გლადბახს”, “აუგსბურგის” ძლევა არ გასჭირვებია.

“ვოლფსბურგს” ძალიან უჭირს მიმდინარე სეზონში. მართალია, “მგლებს” ჯერჯერობთ გავარდნის საფრთხე არ ემუქრებათ, მაგრამ 19 მატჩში 3 გამარჯვება, მართლაც ცოტაა. მეტიც, მეტისმეტად ცოტაა. “ვოლფსბურგს” ხელი ამჯერად საკუთარ მოედანზე “აინტრახტთან” მოეცარა და უშანსოდ წააგო (1:3). “მაინცმა” კი, მიუხედავად იმისა, რომ გოლი პირველმა გაუშვა, “შტუტგარტს” საკუთარი სტადიონიდან ქულაც არ გაატანა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

და ბოლოს – თუ ვინმეზე ითქმის, რომ პროგრესი განიცადა და ჩინებული დროება უდგას, ეს უპირველესად “კიოლნია”. გუნდი, რომელმაც ბუნდესლიგის 16 ტური მოუგებლად განვლო და ოდენ 3 ქულა დააგროვა. “თხები” ერთობ უიმედო მდგომარეობაში იყვნენ, მაგრამ ახლა ასე სულაც არაა. შტეფან რუტენბერკის გუნდმა ბოლო სამ ტურში 9 ქულა დააგროვა და მართალია ისევ ბოლო ადგილზეა, მაგრამ სამშვიდობო ზონა უკვე ხელის ერთ გაწვდენაზეა. “კიოლნმა” წარმატებული სერია ჰამბურგში, უშუალო კონკურენტს მოუგო. მატჩის გმირი სიმონ ტეროდე გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა და თავის გუნდთან ერთად შინ სამი ქულით ხელდამშვენებული დაბრუნდა.

ბუნდესლიგის მე-19 ტური ხვალ, “ბაიერნი” – “ვერდერისა” და “შალკე” – “ჰანოვერის” მატჩებით დასრულდება.

“გლადბახი” – “აუგსბურგი” 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 გინტერი (10), 2:0 აზარი (90)

“ფრაიბურგი” – “ლაიფციგი” 2:1 (0:0)

გოლები: 0:1 ვერნერი (65), 1:1 ჰაბერერი (72), 2:1 კოხი (76)

“ჰოფენჰაიმი” – “ლევერკუზენი” 1:4 (0:1)

გოლები: 0:1 ბაილი (43), 0:2 ბაუმგარტლინგერი (51), 0:3 ალარიო (70), 1:3 სჟალაი (86), 1:4 ალარიო (90)

“მაინცი” – “შტუტგარტი” 3:2 (1:1)

გოლები: 0:1 ბადშტუბერი (19), 1:1 მუტო (45), 2:1 მუტო (54), 3:1 ჰოლტმანი (64), 3:2 გინჩეკი (90)

“ვოლფსბურგი” – “აინტრახტი” 1:3 (0:2)

გოლები: 0:1 ჰალერი (18), 0:2 ჩანდლერი (22), 1:2 არნოლდი (66), 1:3 იოვიჩი (85)

“ჰამბურგი” – “კიოლნი” 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ტეროდე (27), 0:2 ტეროდე

თეგებიბუნდესლიგა

კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

03:26 | 21.10.2013
Shevche (15054)

პაპავას რატო არ ათამაშებს ეს კაცი ვერ გავიგე. 1 კარგი ფეხბურთელი მაინც გაზარდოს, ვინაა ეს..

02:06 | 21.10.2013
levani82 (41682)

მე მგონი მერანი მეექვსეზე უნდა იყოს არა?

23:22 | 20.10.2013
guja_kakhadze (959)

გილოცავთ!

23:05 | 20.10.2013
Davita16 (2463)

ყველგან 6-2 წერია

22:59 | 20.10.2013
shotamessi10 (5632)

დინამოოოოოოოოოოოოოოოოო

22:48 | 20.10.2013
Kala94 (6114)

საღოლ დინამო !!!

22:17 | 20.10.2013
Becks23 (1117)

ზამთარში რა მოხდება ძალიან მაინტერესებს გოგა შეთამაშდა გუნდთან და მშვენივრადაც თამაშობს ასევე ელგუჯაც გრაიციარი დაბრუნდება და ყველაზე მაგრად მევასება გააძლიერებს ძან ეგ და დასამატებელია ხალხი რა იმედია იზამს ფიფია რამეს

21:36 | 20.10.2013
the unforgiven (505)

6:1 დამტავრდაD

21:32 | 20.10.2013
რაჭა (10043)

დინამოს საიტზე 6-1 აქ 6-2, ბოლო ბოლო ვინ იტყუება?? თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, "დინამომ" მოიგო და ასეც უნდა იყოს

21:36 | 20.10.2013
დინამო_თბილისი (8)

6-1 დამთავრდა.... 3 ჩისკომ გაიტანა,2 დვალმა 1 ძარიამ

21:32 | 20.10.2013
დინამო_თბილისი (8)

მხოლოდ დინამო!!!! მხოლოდ თბილისი!!!!!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.15437