ფეხბურთი

18:42 | 20.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონას” განცხადება გრიზმანთან დაკავშირებით

კატალონიის “ბარსელონა” მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელ ანტუან გრიზმანთან შეთანხმებას უარყოფს. ცოტა ხნის წინ, “ბლაუგრანას” ვებგვერდმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ გრიზმანის ტრანსფერი ჟურნალისტების მოგონილია და კლუბი ემიჯნება ამ ინფორმაციას.

“ბარსელონა” კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომელიც მედიაში გაჟღერდა ანტუან გრიზმანის ჩვენს გუნდში გადმოსვლასთან დაკავშირებით.

“ბარსელონა” აღნიშნულს უარყოფს და “ატლეტიკოს” მიმართ მაქსიმალურ პატივისცემას გამოხატავს”, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ესპანურ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომლის თანახმადაც ზაფხულში გრიზმანი “ბარსელონას” ფეხბურთელი გახდებოდა. ისიც ითქვა, რომ კატალონელებმა ფრანგს 7-ნომრიანი მაისური შეუნახეს და ფილიპე კოუტინიოს სწორედ ამიტომ 14-ნომრიანი მაისური ერგო.

0.109387