ფეხბურთი

18:16 | 20.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო მარადონა: "არგენტინულ ფეხბურთში სისტემა მორღვეულია"

ლეგენდარულმა დიეგო მარადონამ განაცხადა, რომ არგენტინის ნაკრები 2018 წელს, სავარაუდოდ, ვერ გახდება მსოფლიოს ჩემპიონი. მარადონამ არგენტინაში საფეხბურთო სისტემის უვარგისობაზე გაამახვილა ყურადღება:

„ახალგაზრდა არგენტინელ ტალანტებს ევროპაში ნაადრევად წასვლა უნდა ეკრძალებოდეთ. მინიმუმ, 19 წლამდე უნდა რჩებოდნენ. არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ერთს დამპირდა, მეორეს აკეთებს. ასე რომ, მუნდიალზე გამარჯვების დიდი იმედი არ მაქვს. მირჩევნია ილუზიებს არ მივეცე. მომავალზე უფრო ვფიქრობ. აი, 15, 17 და 20 წლის ბიჭების ბედი კი ნამდვილად მაღელვებს“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113129