ფეხბურთი

15:44 | 20.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯიღაური პოლონურ კლუბებს სურთ

ჯაბა ჯიღაურს პოლონეთის ორი გუნდის ვარიანტი აქვს, მაგრამ შესაძლოა, სხვა კლუბში გადავიდეს. ანუ, უკეთესი გუნდისგან შემოთავაზებას ელის.

ამის შესახებ „სმარტბოლ სპორტს მენეჯმენტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მიხეილ ხუციშვილმა გვაცნობა. ხუციშვილისა და ლევან ზუხბაიას მეშვეობით, ჯიღაური შარშან მაკედონიურ „ვარდარში“ მოხვდა და გუნდისთვის ისტორიული გოლი გაიტანა: ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამსვლელი.

0.117772