ფეხბურთი

13:55 | 20.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპულმა” თვალი ბეილს დაადგა

მადრიდის “რეალი” ნახევარმცველი გარეთ ბეილი შესაძლოა დამდეგი სეზონიდან ინგლისის პრემიერლიგაში ვიხილოთ. არახალია, რომ ხშირი ტრავმიანობის ფონზე, უელსელი “სამეფო კლუბიდან” აბარგებაზე საუბარი გამუდმებით მიმდინარეობს. ამავდროულად, ცნობილია ისიც, რომ ბეილი “ჩელსისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ინტერესის სფეროშია.

ახლა კი, ესპანური გამოცემა Don Balon-ი გვამცნობს, რომ გარეთს “ლივერპული” ეპატიჟება. მას შემდეგ, რაც “წითლებმა” ფილიპე კოუტინიოს გასხვისებით 150 მილიონი გამოიმუშავეს, მზად არიან სატრანსფერო ბაზარზე დიდი თანხა დახარჯონ და შესაბამისად, უელსელშიც არ დაენანებათ ფული.

არის კიდევ ერთი ნიუანსი – “სამეფო კლუბი” მოჰამედ სალაჰით გახლვათ დაინტერესებული და ვინძლო, მხარეებმა გარიგებაში ბეილიც ჩართონ.

მიმდინარე სეზონში გარეთ ბეილმა ლა ლიგის ეგიდით რვა მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

0.114811