ფეხბურთი

13:28 | 20.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ედინ ჯეკო თითქმის “არისტოკრატია”

იტალიური “რომას” თავდამსხმელი ედინ ჯეკო კარიერას “ჩელსიში” გააგრძელებს. აღნიშნულის შესახებ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იუწყება.

აპენინელი საკუთარ ვებგვერდზე წერს, რომ ბოსნიელი უკვე შეუთანხმდა ინგლისურ გუნდს პირად კონტრაქტზე და მხარეებს შორის გარიგება ოფიციალურად უახლოეს ხანებში დადასტურდება.

“ჩელსი” ჯეკოს სანაცვლოდ “რომას” ბიუჯეტს 44 მილიონი გირვანქა სტერლინგით შეავსებს. გარდა ამისა, შესაძლოა, ანტონიო კონტეს გუნდში “ჯალოროსის” კიდევ ერთი წევრი, მარცხენა მცველი ემერსონ პალმიერიც ვიხილოთ და თუ ასე მოხდა, მაშინ იტალიური კლუბი 60 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს.

31 წლის ედინ ჯეკო “რომაში” 2015 წლიდან თამაშობს, იქამდე კი, “მანჩესტერ სიტის” წევრი იყო. ბოსნიელმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში სერია A-ში 19 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ჩემპიონთა ლიგაზე კი, 6 შეხვედრაში სამჯერ გამოიჩინა თავი. მათ შორის, ორი გოლი “სტემფორდ ბრიჯზე” სწორედ “ჩელსის” გაუტანა.

0.105886