გერმანიის ეროვნული ნაკრების 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ჯოშუა კიმიხი დასახელდა. აღნიშნულ ინფორმაციას გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი ავრცელებს.
“ბაიერნის” მცველმა გამარჯვება გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად მოიპოვა. კიმიხს ხმების 45.3% ერგო.
მეორე ადგილზე გავიდა პსჟ-ს შემტევი იულიან დრაქსლერი, ხოლო მესამე პოზიციას დასჯერდა “ბარსელონას” კარის დარაჯი მარ-ანდრე ტერ შტეგენი.
2017 წელს კიმიხმა გერმანიის ნაკრების ყველა ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და კონფედერაციათა თასის გამარჯვებულიც გახდა.