ფეხბურთი

22:53 | 19.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფიფა 18-ის რეიტინგში რონალდუ პირველია

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ თავის ინსტაგრამის გვერდზე ფოტო განათავსა, სადაც ვხედავთ, რომ 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელს ფიფა 18-ში ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს – 99.

წლის გუნდში ლიონელ მესიც მოხვდა, რომელიც პორტუგალიელს მხოლოდ 1 საფეხურით ჩამორჩება და მისი რეიტინგი 98-ია.

კომპიუტერული თამაშის ფიფა 18-ის გუნდი კი შემდეგნაირად გამოიყურება:

დე ხეა (“მანჩესტერი”) – 97, დანი ალვეში (“პარი სენ ჟერმენი”) – 93, ლეონარდო ბონუჩი (“მილანი”) – 96, სერხიო რამოსი (“რეალი”) – 97, მარსელო (“რეალი”) – 94, კანტე (“ჩელსი”) - 95, ლუკა მოდრიჩი (“რეალი”) – 96, დე ბრუინი (“მანჩესტერ სიტი”) – 96, ლიონელ მესი (“ბარსელონა”) - 98, ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”) - 96, კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”) – 99.

0.114961