“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ კონკურენტი გუნდების ფეხბურთელებს, ალექსის სანჩესსა და ჰენრიხ მხითარიანს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მათ სხვა გუნდში გადასვლას აგენტები გადაწყვეტენ.
“მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც ციფრები აინტერესებს. ჩემთვის უმნიშვნელოა, რამდენს გამოიმუშავებს სანჩესი. ყველამ ვიცით, რომ ის ახლა “არსენალის” ფეხბურთელია, მაგრამ ვფიქრობ, რომ “მანჩესტერში” გადავა.
მინდა, წარმატებები ვუსურვო ორივეს (მხითარიანი “არსენალში”, სანჩესი – “მანჩესტერში”, ავტ). მათი აგენტები წყვეტენ, თუ რომელი გუნდი იქნება მათთვის უკეთესი”, - განაცხადა გვარდიოლამ.
აღნიშნულ გაცვლას “მეთოფეების” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერიც გამოეხმაურა. ფრანგმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ “არსენალისთვის” ვან პერსის წასვლა უფრო მტკივნეული იყო, ვიდრე სანჩესის წასვლა შეიძლება იყოს.