ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფეხბურთის მეფე ლონდონში ფეხბურთის მწერალთა ასოციაციის ღონისძიებას უნდა დასწრებოდა, თუმცა მან თავი შეუძლოდ იგრძნო და გული წაუვიდა.
77 წლის ლეგენდა სან პაულოში მდებარე ალბერტ აინშტაინის სახელობის საავადმყოფოში განსაკუთრებული დაკვირვებს ქვეშ იმყოფება. ექიმების თქმით მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მას მნიშვნელოვანი გამოკვლევა ესაჭიროება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო დროს პელე ხშირად ავადმყოფობდა და თვეების განმავლობაში გადიოდა მკურნალობის კურსს, რის გამოც ფეხბურთის მეფე რამდენიმე მნიშვნელოვან ღონისძიებას გამოაკლდა.