ფეხბურთი

20:16 | 19.01.2018 | ნანახია 854 - ჯერ

რობერტომ "ბარსელონასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

25 წლის სერხი რობერტომ კატალონიის "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა და ახალი ხელშეკრულების თანახმად ესპანელის გამოსასყიდი თანხა 500 მილიონი ევრო იქნება. აღნიშნული ინფორმაცია "ბლაუგრანას" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

რობერტო "ბარსელონას" აკადემიაში 14 წლის ასაკში "ნასტიკიდან" მოხვდა. მთავარ გუნდში დებიუტი 2010 წლის 10 ნოემბერს ესპანეთის თასზე ჰქონდა. მას შემდეგ სერხი მონაცვლეობით სარეზერვო და მთავარ გუნდში ირჯებოდა. 2013 წლის ზაფხულში კი მარჯვენა გარემარბი ოფიციალურად დააწინაურეს.

ყველა ტურნირზე რობერტომ "ბარსას" მაისური 177-ჯერ მოირგო, გაიტანა 7 გოლი და 23 საგოლე გადაცემა შეასრულა. გუნდთან ერთად სერხიმ ყველა უმაღლესი საკლუბო ტურნირი მოიგო. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონი ევროა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:04 | 20.01.2018
ბაგი-რეი (2264)

ბარსამ მიხვდა ნეიმარის გაყიდვით დაშვებული შეცდომას და ახლა ურახუნებს 500 მილიონებს. ამ გადმოსახედიდან ნეიმარის ფასი მილიარდი იქნებოდა

20:57 | 19.01.2018
Adegboieodigbinde (54)

რა მაგრამ მომწონს ამის თამაში.
იდეალური ფეხბურთელია.
ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, ბარსელონაში იყო გამორჩეული რთულია, ეს ბიჭი კი ამტკიცებს რო იმსახურებს ბარსელონაში თამაშს. დიდებულია რობერტო, დიდებული.
ახალგაზრდა ასაკში ძალიან დახვეწილია.

0.477722