ფეხბურთი

18:55 | 19.01.2018 | ნანახია 1282 - ჯერ

ოფიციალურად: “ბაიერნმა” გორეცკა გაიფორმა

მიუნხენის “ბაიერნმა” მომავალ სეზონზე ფიქრი უკვე დაიწყო და პირველი ტრანსფერი განახორციელა. “შალკეს” ნახევარმცველი ლეონ გორეცკა ზაფხულიდან “ბაიერნის” ფეხბურთელი იქნება. აღნიშნული ინფორმაცია ორივე მხარემ ოფიციალურად დაადასტურა.

ჯერჯერობით უცნობია ტრანსფერის ფინანსური დეტალები. აღსანიშნავია, რომ 22 წლის ნიჭიერ ფეხბურთელს “ხუმარებთან” ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებოდა.

ლეონ გორეცკამ მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში 11 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. რაც შეეხება გერმანიის ნაკრებს – 12 მატჩი და 6 გოლი.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:10 | 20.01.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

21:44 | 19.01.2018
Beka-1991 (596)

წესით უნდა გაამართლოს, მაგრამ სანჩესზე ძაან მწყდება გული. 30 მილიონი არ უღირდათ კი მარა ის კაცი. რობენს რო კარგი შემცვლელი უნდა ვერ შევიდა ამათ ტვინში

21:16 | 19.01.2018
ogafa (10220)

მასეა აბა

21:01 | 19.01.2018
KoRBeN DaLLaS (24842)

სალიჰამიჯიჩის თავს ვფიცავარ, ოდნავადაც არ გამკვირვებია
ტრადიციული ბავარიული სვლა განხორციელდა გერმანულ სატრანსფერო დაფაზე. მგონია რომ გამოადგებათ ეს ბიჭი.

20:59 | 19.01.2018
Adegboieodigbinde (54)

ვინმე გამოჩნდება და მაშინვე ბაიერნშია. მომაბეზრებელია უკვე.
იტალიაში იუვენტუსი, გერმანიაში ბაიერნი

0.061675
3194