ფეხბურთი

17:57 | 19.01.2018 | ნანახია 0 - ჯერ

ფერნანდინიო მანჩესტერში რჩება

“მანჩესტერ სიტიმ” ბრაზილიელ ნახევარმცველ ფერნანდინიოსთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 32 წლის ფეხბურთელი, რომელსაც აქამდე მოქმედი ხელშეკრულების ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებოდა, გუნდში 2020 წლის ზაფხულამდე დარჩება.

ფერნანდინიო “მანჩესტერ სიტიში” 2013 წელს დონეცკის “შახტარიდან” გადავიდა. ამ დროის განმავლობაში ბრაზილიელმა ფეხბურთელმა “ქალაქელთა” მაისურით 213 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა შეასრულა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:06 | 03.03.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

აქ მთავარი მაინც მბაპეა, თუ ხოდზე იქნება შეიძლება რაღაც გამოუვიდეთ, თუ არადა ბავარიულ სარდელს იგემებენ ტრ.....ი

0.06082