ფეხბურთი

16:54 | 19.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერი“ რონალდუსთვის 400 მილიონს დახარჯავს

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ პორტუგალიელი შემტევის, კრიშტიანუ რონალდუს შესაძლო დაბრუნებაზე დაიწყო ზრუნვა.

AS-ის ცნობით, ინგლისელებს ეს დაახლოებით 400 მილიონი ევრო დაუჯდებათ, რომლის ნახევარი 32 წლის ფეხბურთელის მადრიდის „რეალიდან“ ტრანსფერში, ხოლო მეორე ნახევარი მის ხელფასში დაიხარჯება. აღსანიშნავია, რომ მარკეტინგული საქმიანობის შედეგად, მანჩესტერელებს ამ თანხის სწრაფად დაბრუნების შესაძლებლობა ექნებათ.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, რონალდუს „სამეფო კლუბის“ პრეზიდენტთან, ფლორენტინო პერესთან ურთიერთობა დაეძება, რის გამოც შესაძლოა გუნდი დატოვოს. ამავდროულად, მის მომავალ გუნდად უწინარესად სწორედ „მანჩესტერ იუნაიტედი“ სახელდება.

„წითელი ეშმაკების“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო თანამემამულის შეძენის მომხრეა. მწვრთნელი კრიშტიანუსთან 2010-2013 წლებში მადრიდულ კლუბში მუშაობდა. „რეალიდან“ წასვლის წინ, ჟოზეს გუნდის წამყვან მოთამაშეებთან უთანხმოება ჰქონდა და მათ შორის რონალდუც იყო.

პორტუგალიელი შემტევი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2003-დან 2009 წლამდე თამაშობდა, რის შემდეგაც „რეალში“ გადავიდა.

0.11775