„ბორდოს“ ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ჟოსლენ გურვენეკი გუნდის მთავარი მწვრთნელი აღარაა.
ლიგა1-ის 21-ე ტურში „ბორდო“ საშინაო მატჩში „კანთან“ 0:2 დამარცხდა, რაც უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა და 45 წლის სპეციალისტი თანამდებობიდან დაითხოვეს.
ჟირონდელებმა საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებული 21 მატჩიდან მხოლოდ 6 მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 23 ქულით სატურნირო ცხრილის მე-13 საფეხურზეა არიან. ხვალ „ბორდო“ „ნანტს“ სტუმრად ეთამაშება.
გურვენეკს გუნდთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა.