კალათბურთი

12:26 | 19.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ბოსტონმა” “ფილადელფიასთან” წააგო

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოთხი შეხვედრა გაიმართა.

“ბოსტონი” შინ “ფილადელფიასთან” 80:89 დამარცხდა. კელტებს კაირი ირვინგი არ ჰყავდათ, რაც მათი დამარცხების მთავარი მიზეზი გახლდათ. “ფილადელფიაში” ემბიდი 26 ქულით, 16 მოხსნით და 6 პასით გამოირჩა. “ბოსტონში” ყველაზე მეტი 14 ქულა ალ ჰორფორდმა ჩააგდო. “ბოსტონი” 34 მოგებით და 12 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე იმყოფება.

“კლივლენდმა” – “ორლანდო” 104:103 დაამარცხა. მატჩის დასრულებამდე 10 წამით ადრე აიზეა ტომასის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ, ტომასმაც ორივე საჯარიმო სროლა ჩააგდო და “კავალიერსს” გამარჯვება მოუტანა. მატჩში ყველაზე მეტი 21 ქულა აიზეა ტომასმა ჩააგდო. 19 ქულით “ორლანდოში” ფეიტონი გამოირჩა. ლებრონ ჯეიმსს 16 ქულა, 6 პასი და 5 მოხსნა ჰქონდა.

“ბოსტონი” – “ფილადელფია” 80:89 (19:21, 13:18, 21:32, 27:18)

https://www.youtube.com/watch?v=ZTEAbTxO64g

“კლივლენდი” – “ორლანდო” 104:103 (36:20, 31:27, 17:33, 20:23)

https://www.youtube.com/watch?v=qvHKVQtalas

“ჰიუსტონი” – “მინესოტა” 116:98 (26:17, 37:33, 26:20, 27:28)

https://www.youtube.com/watch?v=wGklx8A2iTA

“პორტლენდი” – “ინდიანა” 100:86 (29:28, 23:19, 22:27, 26:12)

https://www.youtube.com/watch?v=eSprNpWSDmM

თეგებიNBA
0.115433