ფეხბურთი

11:58 | 19.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო” თურქეთში ოთხ მატჩს გამართავს

თბილისის “დინამო” ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ პირველ შეკრებას 22 იანვრიდან თურქეთში გაივლის. ქართული გუნდი ქალაქ სიდეში დაბანაკდება.

როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, თბილისელები შეკრებაზე ოთხ საკონტროლო მატჩს ჩაატარებენ:

26 იანვარს “დინამოს” მეტოქე ლუგანსკის “ზორია” იქნება, 29 იანვარს კახი კაჭარავას გაწვრთნილები ნოვი სონჩის “სანდეციას” დაუპირისპირდებიან, 2 თებერვალს პოლტავის “ვორსკლას”, 6 თებერვალს კი ტულის “არსენალს”.

7 თებერვალს გუნდი თბილისში დაბრუნდება და რამდენიმე დღეში მეორე შეკრებაზე გაემგზავრება.

0.14729