ავსტრალიის ღია პირველობის 1/16-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი მძიმე ბრძოლაში ბრიტანელ კაელ ედმუნდთან 6:7, 6:3, 6:4, 0:6, 5:7 დამარცხდა. შეხვედრა 3 საათსა და 38 წუთს გაგრძელდა.
პირველ სეტში ნიკამ ტაი-ბრეიკზე უშანსოდ 0:7 წააგო. მეორე და მესამე პარტიაში ბასილაშვილმა საოცრად ითამაშა და 2:1 დაწინაურდა კიდეც. ქართველმა მეოთხე სეტი უბრალოდ ჩააგდო, ხოლო გადამწყვეტ მეხუთე პარტიაში 4:4-ზე ნიკას ჰქონდა ბრეიკ-პოინტი, რომელიც რომ გამოეყენებინა, დიდი ალბათობით მოიგებდა.
ნიკას 17 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, რაც ცუდი შედეგია. ბასილაშვილმა 12 ეისი ჩააწოდა და 7 შესაძლებლობიდან 5 ბრეიკი შეასრულა, ხოლო ედმუნდს 20 ეისი ჰქონდა და 27 შესაძლებლობიდან 7 ბრეიკი გააკეთა.
ნიკამ მესამე წრეში გასვლით 90 000 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა და განახლებულ რეიტინგში წინ წაიწევს.