ჟოზე მოურინიოსა და ანტონიო კონტეს დაპირისპირება დასრულდა, მაგრამ ახლა საქმეში მედიის წარმომადგენლები ჩაერთვნენ და...
იტალიელი ჟურნალისტები ალესანდრო ონისი და სტეფანო კორტი მოურინიოს სასტუმრო Lowry-ში გაეხუმრნენ. “განსაკუთრებულს” “მანჩესტერ იუნიატედის” მაისურზე ხელი მოაწერინეს, მერე კი ფოტოს გადაღება სთხოვეს.
ამ დროს, ჟოზემ აღმოაჩინა, რომ მაისურზე ანტონიო კონტეს სახელი ეწერა და პირველი ნომერიც ამშვენებდა... აღნიშნულმა ეპიზოდმა პორტუგალიელი გაახალისა - სასტუმროს ნომრისკენ სიცილით გაემართა.