ფეხბურთი

2:29 | 19.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძის შესანიშნავი საგოლე პასი "ოსასუნასთან" (+VIDEO)

საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე მართლაც გამორჩეულ სეზონს ატარებს. 22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ამჯერად მორიგი საგოლე გადაცემა მიითავალა.

ლიგა ადელანტეს 22-ე ტურში “ხიმნასტიკმა” პამპლონაში “ოსასუნა” 2:0 დაამარცხა, ხოლო 30-ე წუთზე მანუელ ბარეირომ ანგარიში ჩვენებურის უზადო გადაცემის შემდეგ გახსნა. კაკაბაძემ მოედნის ცენტრში მეტოქე მოატყუა და გრძელი გაადცემით თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ დატოვა – მანაც გარჯა დაუფასა.

ოთარმა მოედანზე ტრადიციულად 90 წუთი გაატარა. მიმდინარე სეზონში კაკაბაძე “ხიმნასტიკის” ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად ჩამოყალიბდა. მეტიც, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი გამორჩეულია.

ტარაგონელები 22 ტურის თავზე 28 ქულით მეთორმეტე პოზიციაზე იმყოფებიან.

0.117266