ფეხბურთი

21:50 | 18.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი შეყილაძე სერია C-ში ითამაშებს

ირაკლი შეყილაძე კარიერას იტალიის სერია C-ს ბინადარ “ლუკეზეში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად იტალიური გუნდის ვებგვერდმა დაადასტურა.

შეყილაძე “ლუკეზეს” ღირსებას მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წეით დაიცავს. აქვე გეტყვით, რომ 25 წლის ქართველი ბოლოს სერია B-ს ბინადარ “სპეციაში” ირიცხებოდა, მაგრამ ამ გუნდში თავი ვერ დაიმკვიდრა.

ირაკლი შეყილაძემ ახალგაზრდული კარიერა “ემპოლიში” გაატარა. შემდეგ კი “ლატინას”, “სუდტიროლისა” და “ტუტოკუოიოს” რიგებში ასპარეზობდა.

"ლუკეზე" სერია C-ს A ჯგუფში 24 ქულით მე-13 ადგილზე იმყოფება.

0.106029