ფეხბურთი

22:15 | 18.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

შვაინშტაიგერმა "ჩიკაგოსთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა

გერმანიის ეროვნული ნაკრების, მიუნხენის "ბაიერნის" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა ბასტიან შვაინშტაიგერმა "ჩიკაგოსთან" ახალი ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია ამერიკული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

გერმანელი MLS-ის გუნდს 2017 წლის 21 მარტს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. გასულ სეზონში შვაინშტაიგერმა "ჩიკაგოს" მაისური 24-ჯერ მოირგო, გაიტანა 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამჟამად 33 წლის ბასტიანის სატრანსფერო ღირებულება 3 მილიონი ევროა.

0.119291