ფეხბურთი

17:53 | 18.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

გორის "დილა" კოვტალიუკით და გოგიაშვილით გაძლიერდა

გორის "დილა" გასული სეზონის დასრულების შემდეგ ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა არიან ახლებიც. ამჯერად გუნდს ქართველი მცველი ჯემალ გოგიაშვილი და უკრაინელი თავდამსხმელი მიკოლა კოვტალიუკი შეუერთდნენ.

29 წლის გოგიაშვილი ბოლო პერიოდში "სამტრედიას" ღირსებას იცავდა, სადაც ბოლო სეზონში 25 თამაში ჩაატარა.

22 წლის კოვტალიუკმა წინა სეზონი თბილისის "დინამოში" გაატარა, 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა უკეთესი მაჩვენებელი ქონდა თბილისურ გუნდამდე, როდესაც ფოთის "კოლხეთის" რიგებში ერთ-ერთი ლიდერი იყო და 10 გოლიც გაიტანა, რითაც ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ყურადღება მიიპყრო.

გორის "დილას" პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122806