ჭადრაკი

16:55 | 18.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

სენსაცია პირველივე ტურში

სენსაციით დაიწყო საქართველს ვაჟ მოჭადრაკეთა 77-ე ჩემპიონატი. ასპარეზობის მერვედფინალში ყველასათვის მოულოდნელად, ტურნირს ყველაზე ახალგაზრდა მონაწილემ ნიკა კაჭარავამ, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, ეროვნული ნაკრების წევრი, ჩემპიონატის რეიტინგ-სიის პირველი ნომერი ლევან ფანცულაია დაამარცხა ანგარიშით 1,5:0,5!

ასევე, მოულოდნელი იყო რეიტინგით უმცირესი ბაჩანა მორჩიაშვილის გამარჯვება დავიდ არუთინიანთან. დანარჩენ მატჩებშიკი რეიტინგ-ფავორიტებმა იმარჯვეს: მჭედლიშვილა ახვლედიანი დაამარცხა; პაიჭაძემ თუთისანი;ჯოჯუამ პეტრიაშვილი და ყუფარაძემ ბენიძე.

პირველი წრე:

ნიკოლოზ კაჭარავა (2302) 1,5:0,5 ლევან ფანცულაია (2605)

მიხეილ მჭედლიშვილი (2602) 1,5:0,5 ირაკლი ახვლედიანი (2334)

ნოე თუთისანი (2367) 0,5:1,5 ლუკა პაიჭაძე (2588)

დავით ჯოჯუა (2586) 2 : 0 ნიკოლოზ პეტრიაშვილი (2371)

ბაჩანა მორჩიაშვილი (2384) 1,5:0,5 დავიდ არუთინიანი (2545)

თორნიკე სანიკიძე (2525) 1 : 1 გიორგი სიბაშვილი (2392)

ირაკლი ბერაძე (2465) 1 : 1 დავით მაღალაშვილი (2506)

დავით ბენიძე (2501) 0,5 : 1,5 გიგა ყუფარაძე (2499)

ამრიგად, მეოთხედფინალის 6 მონაწილე ცნობილია და ხვალინდელი ტაი-ბრეიქი გაარკვევს დანარჩენი 2 მეოთხედფინალისტის ვინაობას.

მეორე ეტაპზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:კაჭარავა - ყუფარაძე; ჯოჯუა - მორჩიაშვილი; მჭედლიშვილი - (ბერაძე-მაღალაშვილს შორის გამარჯვებული); პაიჭაძე - (სანიკიძე-სიბაშვილს შორის გამარჯვებული).

gcf.org.ge

0.114149