ფეხბურთი

15:04 | 18.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ “ესპანიოლთან” წაგება ვიდალს დააბრალა

“ბარსელონას” ვარსკვლავმა ლეო მესიმ “ესპანიოლთან” თასზე წაგება (0:1) თანაგუნდელს დააბრალა. მესი გააბრაზა ალეიშ ვიდალის მოქმედებებმა, რომელმაც მართლაც სუსტად ითამაშა.

როგორც ესპანურ პრესაში დაიწერა, მესიმ “ბარსას” ხელმძღვანელობას სთხოვა, ვიდალი დროებით მაინც არ გააკარონ მთავარ გუნდს. მესის უთქვამს, ვიდალი თავს არ იწუხებდა სირბილით და მასზე უკან მოთამაშე სერხი რობერტო შეტევაშიც და დაცვაშიც გაცილებით ეფექტურად ირჯებოდაო.

“ბარსელონამ” გოლი მატჩის მიწურულს გაუშვა, მანამდე კი თავად მესის ჰქონდა ანგარიშის გახსნის კარგი შანსი, თუმცა პენალტი ვერ გამოიყენა (VIDEO).

0.109856