საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 19 იანვარს თურქეთის ქალაქ ლარაში გაემგზავრება, სადაც 5-დღიან შეკრებას გაივლის. ვარჯიშების გარდა, 23 იანვარს 21-წლამდელები ერთ ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებენ აზერბაიჯანის ახალგაზრდულ ნაკრებთან. ეს იქნება გია ცეცაძის სადებიუტო შეხვედრა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
უკვე ცნობილია იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც თურქეთში მიემგზავრებიან:
მეკარეები: ლევან შოვნაძე (დინამო ბთ), გიორგი ჩოჩიშვილი (ზლატე მორავცე, სლოვაკეთი);
მცველები: გურამ გიორბელიძე (სიონი), ლუკა გადრანი (ცხინვალი), დავით კობოური (დინამო თბ), ირაკლი კომახიძე (ლოკომოტივი), აკაკი შულაია (დინამო თბ), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), რომან ჩაჩუა (სამტრედია), გიორგი ქანთარია (ნემანი, ბელარუსი);
ნახევარმცველები: გიორგი კუცია (დინამო თბ), გიორგი კიკნაძე (ლოკომოტივი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ნიკა ბაშელეიშვილი (თელავი), ირაკლი რუხაძე (თელავი), გაბრიელ საღრიშვილი (სამგურალი), პაატა ღუდუშაური (ვიტ ჯორჯია), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა), გიორგი ხარებაშვილი (თელავი), ლუკა ნადირაძე (ოლიმპიკი, უკრაინა);
თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე (რუსთავი), ვატო არველაძე (ლოკომოტივი).
gff.ge