ფეხბურთი

10:50 | 18.01.2018 | ნანახია 1318 - ჯერ

ოფიციალურად: ნიკა კვანტალიანი პოლონური ექსტრაკლასას გუნდში ითამაშებს

ბათუმის "დინამოს" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ნიკა კვანტალიანი კარიერას პოლონეთის ექსტრაკლასაში გააგრძელებს. კერძოდ, საფეხბურთო კლუბ "ტერმალიკაში". აღნიშნული ინფორმაცია პოლონურმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა.

მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტის დეტალები ამ ეტაპზე არ გახმაურებულა. კვანტალიანი ბათუმის "დინამოში" 2015 წლიდან თამაშობდა და ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 44 მატჩში 5 გოლის გატანაც მოახერხა.

თავის დროზე კვანტალიანი რამდენიმეკვირიან ტესტებზე "ბარსელონაში" იმყოფებოდა, ხოლო შემდგომ მადრიდის "ატლეტიკოში" გაცილებით მეტი დრო გაატარა.

რაც შეეხება "ტერმალიკას" - ეს გუნდი 1922 წელს დაარსდა, მაგრამ დიდი ტრადიციებით ვერ დაიკვეხნის. ამჟამად 21 ქულით მხოლოდ მე-13 ადგილზე იმყოფება და ექსტრაკლასაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. გუნდის ყველაზე სახელოვანი ფეხბურთელი 35 წლის სლოვაკი მეკარე იან მუხაა, რომელიც სლოვაკეთის ნაკრების კარს წლების განმავლობაში იცავდა. მათ შორის, 2010 წლის მუნდიალზე.

Loading...

კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:26 | 18.01.2018
ბაგი-რეი (1164)

ქართველების კონტრაქტები ალბათ სასაცილოა და არსად არ წერის, ადრე დავწერე რო გავარტყი უცხოელების კონტრაქტებს, დაიწეროს და გამოქვეყნდეს ქართველების ყველა კონტრაქტი და უეჭველი რაღაც სასიკეთოდ შეიცვლება, ბოლოსდაბოლოს უკეთესი ფეხბურთელი მომდევნო სეზონში უკეთეს ხელფასს მოითხოვს. ანანიძის გარდა არავიზე არ მაქ წაკითხული ხელფასის ოდენობა.

16:16 | 18.01.2018
fenomeno89 (281)

ნიკა კვანტალიანი 20 წლისაა, არის ყველაზე შრომისმოყვარე ადამიანი ვინც კი ოდესმე მინდახავს, ადრეულ ასაკში თამაშობდა ატლეტიკოს ასაკობრივში. ძალიან ნიჭიერია. რაც შეეხება ინტერვიუს თუ ვინმემ რამე ჰკითხა ყველას ყველაპერზე უპასუხებს დამიჯერეთ. წარმატებები

15:15 | 18.01.2018
O. Mertskhali (3298)

სულ ასე გაურკვევლადაა ხოლმე ქართველების კონტრაქტების ამბავი ან უარესი: გვატყუებენ ხოლმე...

15:12 | 18.01.2018
O. Mertskhali (3298)

იმედია, ამის ინტერვიუს მალე ვიხილავთ... ისე ასაკიც მიგეთითებინათ...

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
4.14916