ფეხბურთი

22:35 | 17.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ხამესი: “რეალი” პსჟ-ს დაამარცხებს”

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი მიიჩნევს, რომ “რეალი” ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ს დამარცხებას მოახერხებს. კოლუმბიელ ფეხბურთელს სურს, რომ ფინალში მისი ამჟამინდელი და ყოფილი გუნდები გავიდნენ.

“მადრიდის “რეალს” ახლა ცუდი პერიოდი აქვს, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი თამაშია დარჩენილი და ყველაფრის შეცვლა შეიძლება. ვფიქრობ, “რეალი” პსჟ-ს დაამარცხებს. ფრანგული გუნდი ძალიან ძლიერია, მაგრამ მადრიდელებს ევროთასებზე ბევრი რამ შეუძლიათ. შესანიშნავი იქნება თუ ფინალში “რეალი” დ “ბაიერნი” გავლენ”, - ციტირებს როდრიგესის სიტყვებს El Chiringuito de Jugones-ი.

შეგახსენებთ, რომ “რეალისა” და პსჟ-ს პირველი მატჩი 14 თებერვალს “სანტიაგო ბერნაბეუზე”, ხოლო საპასუხო 14 მარტს, პარიზში გაიმართება.

ხამეს როდრიგესი “რეალის” ღირსებას 2014-2017 წლებში იცავდა, ზაფხულში კი “ბაიერნში” იჯარის წესით გადავიდა. 26 წლის კოლუმბიელმა გერმანულ გუნდში 19 თამაში ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.114421