"გრანადას" 19 წლის ნახევარმცველი მარტინ ჰონგლა მიმდინარე სეზონის ბოლომდე "ბარსელონას" სარეზერვო გუნდში იჯარის წესით ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია კატალონიურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. "ბლაუგრანას" ფეხბურთელის გამოსყიდვის უპირატესობაც ექნება.
ჰონგლა მშობლიური "ნკუფოს" აკადემიის აღზრდილია და "გრანადას" სარეზერვო გუნდში 2016 წელს გადავიდა. ნახევარი წლის შემდეგ ფეხბურთელი მთავარ გუნდში დააწინაურეს და დღემდე 11 მატჩი ჩაატარა. მარტინის სატრანსფერო ღირებულება 400 000 ევროა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დაბრუნდება ხალხი და ეშველება გუნდს!
დროზე მოდით გონზე
მაინც კოტრაწედაა ამათი საქმე.