ფეხბურთი

19:20 | 17.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერ სიტიმ” ოტამენდისთან თანამშრომლობა გაახანგრძლივა

“მანჩესტერ სიტიმ” არგენტინის ეროვნული ნაკრების მცველ ნიკოლას ოტამენდისთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. როგორც ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, ახალი შეთანხმება ძალაში 2022 წლის ზაფხულამდე იქნება.

ოტამენდი მანჩესტერელებს 2015 წელს “ვალენსიადან” შეუერთდა და მას კლუბთან აქამდე მოქმედი კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებდა.

29 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში “სიტის” შემადგენლობაში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 28 მატჩი ჩაატარა და 6 გოლის გატანა შეძლო.

0.11307