სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭიდაობა

16:23 | 17.01.2018 | ნანახია 2691 - ჯერ

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრების 3 მედალი და გუნდური მეორე ადგილი

16-17 იანვარს, ბაქოს სპორტის სასახლეში თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჭაბუკებს შორის მუშვიგ ისაევის სახელობის საერთაშორისო ტურნირი იმართება.

16 იანვარს, საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრებმა ნუკრი ბენიძემ (51 კგ), გიორგი ჩხიკვაძემ (60 კგ) და გიორგი შპეტიშვილმა (71 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ხვიჩა ქორიძის და ვაჟა კრავეიშვილის ხელმძღვანელობით ჩვენმა ნაკრებმა მასპინძელი აზერბაიჯანის შემდეგ გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

შეჯიბრებაში მონაწილეობას ყაზახეთის, უზბეკეთის, რუსეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის გუნდები იღებენ. დღეს 17 იანვარს, კი ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ.

წელს ჩატარდება ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, აზერბაიჯანულმა მხარემ შეჯიბრება სწორედ ოლიმპიურ წონით კატეგორიებში ჩაატარა, თავისუფლებისთვის ეს გახლავთ 48, 55, 65, 80 და 110 კგ, ხოლო ბერძნულ-რომაული ჭიდაობისთვის 45, 51, 60, 71 და 92 კგ კატეგორიები.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:18 | 24.01.2018
japaraa (818)

.

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.060888