იტალიური „კალიარი“ კოლუმბიელ დემირო სეტერს დაიმატებს. ფეხბურთელმა გასული წელი „სანტა ფეში“ გაატარა, ახლა კი სერია ა-ს კლუბისგან მიიღო მიწვევა.
ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკებები რამდენიმე დღე გრძელდებოდა, კოლუმბიელი იტალიაში ხვალ ჩაფრინდება და სავალდებულო შემოწმებასაც გაივლის. ამ ცენტრფორვარდში „კალიარი“ 3,5 მილიონ ევროს გადაიხდის.
სეტერი 20 წლის გახლავთ.