ფეხბურთი

15:21 | 17.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალოს" შეკრება სიდეში

ახალი სეზონისთვის მზადების პროცესში მყოფი "საბურთალო" დღეს შეკრებას იწყებს თურქეთის ქალაქ სიდეში, სადაც ორი კვირის განმავლობაში დარჩება. გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები, როგორც გასულ წელს, ამჯერადაც სასტუმრო "სენსი"-ში დაბინავდებიან.

თბილისელები პარალელურად ამხანაგურ შეხვედრებს გამართავენ. 20 და 25 იანვარს რუმინეთის უმაღლესლიგელ კლუბებს - "კონკორდიასა" და სეპსის" დაუპირისპირდებიან, ხოლო პირველ შეკრებას 29 იანვარს ბულგარეთის უმაღლესლიგელ "ბოტევთან" თამაშით დაასრულებენ.

გუნდთან ერთად შეუდგება ვარჯიშს გურამ გოშთელიანი, რომელმაც ტრავმის გამო დიდი დრო გამოტოვა.

"საბურთალო" თურქეთში ასეთი შემადგენლობით მოემზადება:

ლაზარე კუპატაძე, ბექა ქურდაძე, გიორგი სომხიშვილი, ნიკოლოზ მალი, ნოდარ იაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე, დაჩი ცნობილაძე, გაგი მარგველაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, გიორგი ჯინჯოლავა, ლუკა ლაკვეხელიანი, ცოტნე ნადარაია, თორნიკე თარხნიშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, ელვინ ტერა, ბექა გვარაძე, თორნიკე გორგიაშვილი, გონსალეს ვაგნერი, გიორგი დიასამიძე, გიორგი ხარაიშვილი, დიმიტრი ტატანაშვილი, გიორგი კოხრეიძე, დავით ვოლკოვი, გურამ გოშთელიანი.

"საბურთალოს" პრესსამსახური

თეგებისაბურთალო
0.114311