კალათბურთი

13:49 | 17.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ბოსტონი” “ნიუ ორლეანთან” დამარცხდა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოთხი შეხვედრა გაიმართა.

“ბოსტონი” შინ “ნიუ ორლეანს” დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 10 წამით ადრე კაირი ირვინგმა ორქულიანი ჩააგდო და ანგარიში 104:104 გახადა, შეხვედრაში ოვერტაიმი დაინიშნა.

დამატებით 5-წუთეულში ენტონი დევისმა და მისმა თანაგუნდელებმა უკეთ ითამაშეს და საბოლოოდ, “ბოსტონი” 113:116 დამარცხდა.

საოცარი შეხვედრა ჩაატარა ენტონი დევისმა, რომელმაც გუნდს 45 ქულა, 16 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 2 ბლოკ-შოტი და 1 პასი შესძინა. “ბოსტონში” 27 ქულით კაირი ირვინგი გამოირჩა. “ბოსტონი” 34 მოგებით და 11 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს.

“ორლანდო” – “მინესოტა” 108:102 (25:25, 22:23, 26:27, 35:27)

https://www.youtube.com/watch?v=CdqFrBG_5jE

“ბოსტონი” – “ნიუ ორლეანი” 113:116 (25:32, 23:26, 32:29, 24:17, o.t. 9:12)

https://www.youtube.com/watch?v=2VY7GiaSMWU

“დენვერი” – “დალასი” 105:102 (30:27, 31:21, 25:21, 19:33)

https://www.youtube.com/watch?v=jvJ96Nc5xM0

“პორტლენდი” – “ფინიქსი” 118:111 (36:31, 30:20, 26:21, 26:39)

https://www.youtube.com/watch?v=sV3-x4NI4oI&t=1s

თეგებიNBA
0.121591