ფეხბურთი

11:52 | 17.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიული ფაქტი ინგლისურ ფეხბურთში (+VIDEO)

ინგლისურ და ზოგადად, ბრიტანულ ფეხბურთში ისტორიული ფაქტი მოხდა. საქმე ისაა, რომ პირველად ისტორიაში გოლი ვიდეორეფერის გამოყენების შედეგად ჩაითვალა. ინგლისის ასოციაციის თასის 1/32 ფინალში “ლესტერმა” “ფლიტვუდს” (2:0) აჯობა.

დუბლი შეასრულა კელეჩი იენაჩომ. ნიგერიელმა მეორე გოლი 77-ე წუთზე გაიტანა, რომელიც თავიდან არ ჩაითვალა, რადგან გვერდითმა არბიტრმა თამაშგარე დააფიქსირა. თუმცა, ეპიზოდი ვიდეორეფერისთან გადამოწმდა და აღმოჩნდა, რომ აფრიკელი თამაშში იყო. შესაბამისად, ასე დაფიქსირდა ისტორიული მოვლენა.

აღსანიშნავია, რომ იენაჩო შარშან კიდევ ერთ ისტორიულ მომენტთან იყო პირდაპირ კავშირში – ასოციაციის თასზე გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე მეოთხე ცვლილების შედეგად აღმოჩნდა.

რაც შეეხება ვიდერეფერის, მიმდინარე სეზონში მას ბუნდესლიგასა და სერია A-ში გამოიყენებენ, მაგრამ ინგლისში მხოლოდ ასოციაციის თასის თამაშებზე მიმართეს ამ მეთოდს, საცდელად...

0.110724