ფეხბურთის მეფედ წოდებულმა პელემ ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის განცხადებით, მისთვის უფრო ძლიერი არგენტინელი შემტევია.
პელემ იქვე დანანებით აღნიშნა, რომ თანამედროვე ფეხბურთში უმაღლესი კლასის მოთამაშეთა მწვავე დეფიციტია.
“მესი თუ რონალდუ? – ამ ორს შორის მესის ვირჩევ. მნიშვნელოვანი გოლები გააქვს და ამავდროულად შეუძლია შეტევების დაწყება, საგოლე პასების გაკეთება. ჩემს გუნდში სწორედ მესის ყოფნას ვარჩევდი.
სამწუხაროა, რომ არჩევანის გაკეთება მხოლოდ ორ ფეხბურთელს შორის მიწევს. იყო დრო, როდესაც კრუიფი, მარადონა, პელე, ზიკო, ჟუნიორი თამაშობდნენ. დღეს კი, ასე აღარაა”, - განაცხადა პელემ.