სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

22:05 | 16.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

პერესი რონალდუს გასხვისებაზე თანახმაა

მადრიდის “რეალი” შესაძლოა კრიშტიანუ რონალდუმ დატოვოს. Record.pt-ს ინფორმაციით, “სამეფო კლუბის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ფეხბურთელის აგენტ ჟორჟე მენდეშს ესაუბრა და განუცხადა, რომ მის კლიენტს შეუძლია გუნდი დატოვოს.

ჯერჯერობით სხვა დეტალებზე გამოცემა არ წერს. რონალდუს ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს, ხოლო ხელფასის სახით წელიწადში 21 მილიონ ევროს იღებს. ერთ-ერთი ვერსიით, პერესისთვის კრიშტიანუს მაღალი ხელფასია პრობლემა.

აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ “რეალი” რონალდუს ნეიმარში გაცვლას სთავაზობდა პსჟ-ს, ხოლო ბოლო ვერსიით, პორტუგალიელ შემტევს “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნება სურს, სადაც 2003-2009 წლებში თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.112459