ჩოგბურთი

18:45 | 16.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა პირველი წრე იოლად გაიარა

ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში როჯერ ფედერერმა მსოფლიო რეიტინგის 51-ე ნომერი ალიაჟ ბედენე 6:3, 6:4, 6:3 დაამარცხა.

შეხვედრა საათსა და 41 წუთს გაგრძელდა. როჯერმა 13 შესაძლებლობიდან 4 ბრეიკი შეასრულა, ხოლო ბედენეს ბრეიკის გაკეთების ორი შანსი ჰქონდა, თუმცა ვერცერთი გამოიყენა. ფედერერმა 12 ეისი ჩააწოდა.

მომდევნო ეტაპზე როჯერი გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს შეხვდება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 1:0-ს ამარცხებს.

ფედერერს ავსტრალიის ღია პირველობა 2004, 2006, 2007, 2010, 2017 წლებში აქვს მოგებული.

0.112975