ფეხბურთი

17:20 | 16.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

2020 წლის სუპერთასის შესაძლო მასპინძლები

2020 წლის ევროპის სუპერთასის მასპინძლობაზე მოთხოვნა 9 ქალაქმა წარადგინა:

ტირანა (ალბანეთი), მინსკი (ბელორუსია), ჰელსინკი (ფინეთი), ნიცა (საფრანგეთი), ჰაიფა (ისრაელი), ალმათი (ყაზახეთი), კიშინიოვი (მოლდოვა), ბელფასტი (ჩრდილოეთ ირლანდია) და პორტო (პორტუგალია).

უეფას აღმასრულებელი კომიტეტი გამარჯვებულ ქალაქს მაისში გამოავლენს.

წელს სუპერთასი ესტონეთის დედაქალაქში - ტალინში ჩატარდება, „ლე კოქ არენაზე“. 2019 წელს კი სტამბულის „ვოდაფონ არენაზე“.

ევროპის სუპერთასი 2015 წელს თბილისში, "დინამო არენაზე“ გაიმართა, როცა "ბარსელონამ" "სევილია" 5:4 დაამარცხა. ბრწყინვალე მატჩი იყო...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133577