ფეხბურთი

17:49 | 16.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

სამუდამო დისკვალიფიკაცია თაღლითობისთვის

უზბეკეთის ფეხბურთის ფედერაციამ სამუდამო დისკვალიფიკაცია გამოუწერა ნაკრების ყოფილ მწვრთნელს, სამველ ბაბაიანს.

საერთოდ, ბაბაიანი ნაკრებიდან იმიტომ მოხსნეს, რომ უზბეკეთი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავიდა. კორეასთან ვერმოგების მერე, ბაბაიანს პრესკონფერენციაზე უხერხული კითხვები დააყარეს და ისიც გინებით გაიქცა დარბაზიდან.

მაგრამ სამუდამო დისკვალიფიკაციის მიზეზი, რა თქმა უნდა, სულ სხვაა: ბაბაიანი ამხილეს იმაში, რომ კომერციული ინტერესების გამო იწვევდა ნაკრებში საეჭვო დონის ფეხბურთელებს. ანუ, აწინაურებდა იმ ფეხბურთელებს, რომელთაგან ფულს იღებდა.

0.113107