ფეხბურთი

16:04 | 16.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი სომხიშვილი "საბურთალოში" გადავიდა

37 წლის მეკარე გიორგი სომხიშვილი დედაქალაქურ "საბურთალოში" ჩაირიცხა. ეს “საბურთალოს” პრესსამსახურის ინფორმაციაა.

სომხიშვილი თბილისურ კლუბში ერთი წლის განმავლობაში ითამაშებს. ის ბოლოს ქობულეთის "შუქურას" შემადგენლობაში გამოდიოდა, კარიერაში კი არაერთი გუნდი გამოიცვალა.

“საბურთალოს” მთავარი მეკარე გახლდათ ლაზარე კუპატაძე. გუნდში არიან ბექა ქურდაძე და გოგა ნასყიდაშვილიც.

0.110821