ფეხბურთი

12:20 | 16.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტევესი ჩინეთში თამაშზე: “თავადაც არ ვიცი, რას ვაკეთებდი იქ”

ჩინური “შანხაი შენჰუადან” ცოტა ხნის წინ მშობლიურ “ბოკა ხუნიორსში” დაბრუნებულ კარლოს ტევესს მისი ყოფილი კლუბის ხელმძღვანელთა გულისწყრომის მიზეზი ესმის და ამბობს, რომ მზად არ იყო, ჩინეთის ჩემპიონატში ბოლომდე დახარჯულიყო.

“შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთში არდადეგები მქონდა, რომელიც შვიდი თვე გრძელდებოდა. გასაგებია, რომ “შანხაი შენჰუას” მწვრთნელი და პრეზიდენტი მაკრიტიკებენ. თავადაც არ ვიცი, რას ვაკეთებდი იქ. არ ვიყავი მზად, ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე გამომევლინა და 100 პროცენტით დავხარჯულიყავი” - აცხადებს 33 წლის არგენტინელი ფორვარდი, რომელმაც ჩინურ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე თვის დასაწყისში გაწყვიტა და სამშობლოში თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნდა.

ტევესმა 2017 წლის სეზონში “შანხაის” მაისურით 20 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. ის ჩინეთში ასპარეზობის პერიოდში მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იყო. ხელშეკრულების თანახმად, არგენტინელის წლიური ანაზღაურება 38 მილიონ ევროს შეადგენდა.

0.102822