მტერსა და ავს, რუსეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილ კაპიტანს, ანდრეი არშავინს რომ ცოლი ჰყავს. არა, ცნობილ ფეხბურთელთა კაპარჩხანა ცოლები არავის გვიკვირს, მაგრამ არშავინის მეუღლე, ალისია კაზმინა მაინც განსაკუთრებული მოვლენაა და მისი “სრული სიფსიხეები“ სხვა სიმაღლეზე დგას.
უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში არამხოლოდ რუსული, მთელი ევროპის ბულვარული მედია ალისია კაზმინაზე წერს, რომელმაც მოსკოვიდან ალმა-ატაში ფრენის დროს სტიუარდესას შეურაცხყოფა მიაყენა, ყველას დაემუქრა და ბოლოს ეს ყველაფერი იმით “დააგვირვინა“, რომ განაცხადა, რუსეთის უშიშროების თანამშრომელი ვარო.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ სტიუარდესამ არშავინის ცოლს ღვედის შეხსნის უფლება მისივე უსაფრთხოების გამო არ მისცა და არც ეკონომ-კლასიდან ბიზნეს-კლასში ბავშვის ძიძის გადაყვანას დათანხმდა. ალისია ბოდიშის მოხდას კვლავ არ აპირებს, თვითმფრინავის ეკიპაჟი კი სასამართლოში აპირებს ჩივილს - ჩვენი ღირსება შეილახაო. რაც მართალია მართალია, არშავინს ასეთი ქალის გაძლებისთვის მედალი ეკუთვნის!