ფეხბურთი

3:08 | 16.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “იუნაიტედმა” თანაქალაქელთან ჩამორჩენა 12 ქულამდე შეამცირა

პრემიერლიგის 23-ე ტურის დასკვნით მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ოლდ ტრაფორდზე” “სტოკი” მიიღო, იოლი გამარჯვება მოიპოვა და გათამაშების ლიდერთან, “მანჩესტერ სიტისთან” ჩამორჩენა 12 ქულამდე შეამცირა.

მასპინძლებმა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და მე-9 წუთზე ანტონიო ვალენსიამ უძლიერესი დარტყმით ანგარიში გახსნა. ტაიმის ბოლოს კი ანტონი მარსიალმა ასევე ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა და “წითელმა ეშმაკებმა” საწყისი 45 წუთი ორბურთიანი სხვაობით მოიგეს, რასაც მეორე ნახევარში რომელუ ლუკაკუმ კიდევ ერთი ბურთი დაუმატა და ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა 3:0 იმარჯვეს.

“მანჩესტერ იუნაიტედს” 50 ქულა აქვს და როგორც ზემოთ ითქვა, “სიტის” 12 ქულით ჩამორჩება, ხოლო “ჩელსის” და “ლივერპულს” სამ-სამი ქულით უსწრებს. “სტოკს” კი 20 ქულა დარჩა და გასავარდნ ზონაში, მე-18 პოზიციაზე იმყოფება.

მანჩესტერ იუნაიტედი – სტოკი 3:0 (2:0)

მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, სმოლინგი, ჯონსი, ვალენსია, შოუ, პოგბა, მატიჩი, ლინგარდი (ფელაინი 80), მატა (მაკტომინი 83), მარსიალი (რეშფორდი 80), ლუკაკუ.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

სტოკი (4-1-4-1): ბატლენდი, ინდი, ზუმა, ბაუერი, ტიმონი (ვიმერი 46), დ.ფლეტჩერი, აირლანდი, ალენი, ჩუპო-მოტინგი (სობი 61), შაქირი, კრაუჩი (დიუფი 70).
მწვრთნელი: ედუარდ ნიედვეცკი

გოლები: 1:0 ვალენსია (9), 2:0 მარსიალი (38), 3:0 ლუკაკუ (72)
გაფრთხილებები: ლინგარდი, ლუკაკუ – აირლანდი
მსაჯი: ენტონი ტეილორი

0.175974