ფეხბურთი

0:57 | 16.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტრანსფერი: მაკარიძე “რიო ავეში” გადავიდა

საქართველოს ნაკრების 27 წლის მეკარე გიორგი მაკარიძე პორტუგალიის “რიო ავეში” გადავიდა. მან ექვსთვიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ინფორმაცია თავად მაკარიძისგან შევიტყვეთ. ტრანსფერი ხვალ გაოფიციალურდება.

“რიო ავე” პორტუგალიის ჩემპიონატში მშვენიერ სეზონს ატარებს და მეხუთე ადგილზეა. ასე რომ, ეს გაცილებით ძლიერი გუნდია, ვიდრე “მორეირენსე”, სადაც გიორგიმ ერთი წელი ითამაშა, ხოლო სექტემბრიდან მოყოლებული უთამაშებელი იყო.

ეს იმიტომ, რომ კლუბის პრეზიდენტთან უთანხმოება ჰქონდა. “მორეირენსეს” პრეზიდენტს გიორგის გაყიდვა სურდა “ბრაგაში”, მაგრამ ქართველმა უარი თქვა. ზოგადად, მაკარიძემ 2016-2017 წლების სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა და გემახსოვრებათ, “ბენფიკაც” დააინტერესა.

0.126951