სიცილიური “პალერმო” იტალიაში ერთ-ერთი საინტერესო გუნდია და ევროპული გრანდებისთვის არაერთი ჩინებული ფეხბურთელი მიუწოდებია. კუნძულელებს უკვე კარგა ხანია მაურიციო ძამპარინი პატრონობს, რომელსაც ფეხბურთელების მაღალ ფასში გაყიდვა სულაც არ ეშლება.
ძამპარინიმ გაიხსენა, რომ დიბალას შეძენა “ნაპოლის” სურდა და თავადაც ფიქრობდა აღნიშნულ ტრანსფერზე.
“პასტორე იტალიაში? – ის ყველაზე დიდი ფეხბურთელია, რომელიც კი მყოლია. დიბალაზე უკეთესიც კი. დიბალას ყიდვა “ნაპოლის” სურდა. აურელიო დე ლაურენტისმა 30 მილიონი ევრო და ჟირჟინიო შემომთავაზა.
მეც ვფიქრობდი, მაგრამ მერე უკეთესი წინადადება მივიღეთ. დიბალასთვის “ნაპოლი” იდეალური გუნდი იქნებოდა, რაც ტურინში არაა. “იუვენტუსში” ძნელია ფეხბურთელი კერპი გახდეს”, - განაცხადა ძამპარინიმ რადიო Kiss Kiss Napoli-სთან საუბარში.
პაულო დიბალა “პალერმოში” 2012-2015 წლებში, ხოლო ხავიერ პასტორე 2009-2011 წლებში თამაშობდნენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წელს რომ "დვარნიაშკები" ფეხაწეული მოფსამენ შავ-თეთრ ზოლებზე, მაგაში დარწმუნებული ვარ.

სხვათაშორის, დიბალაც გაიწუწება
ნაპოლი ჩემპიოოოოოოონ !!!
დიბალა თავის სიტყვას იტყვის, რა აპოლი
მაგ დვარნიაშკებთან რა უნდა 
სეზონში 1-2 თამაში მაინც ჩართე და უყურე სანამ პროფესორობას დაიწყებ
ეგ დვარნიაშკები მსოფლიოში ერთ ერთ საუკეთესო ფეხბურთს თამაშობენ რასაც ყველა აღნიშნავს 
შენ გეტყობა პროფესორო, აფასებ გუნდებს ლამაზი თამაშით
კი. ეგ და სიტი წელს მშვენივრად თამაშობენ. თუმცა რესურსი არ ჰყავს კაი ნაპოლის.
1-2 არა ვაღკაც იმაზე მეტი მაქვს ნანახი ვიდრე შენ გეტყობა, ბოლოს რა მოიგეს ის გამახსენე შენმა ნაპოლიმ, სერიოზული ტურნირში როდის რა ქნეს
ალბათ ბარსას თამაშებს უყურებ და გეშლება გუნდი. ლამაზ ფეხბურთს მოგებაც ჭირდება 
მართალია ძამპარინი, დიბალა იუვეში ვერ არის სტაბილური და ვერ ამართლებს 10 ნომერს რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა იუვეში.